ინდმეწარმე ვალერიან მგელიაშვილი 2024 წლიდან კახეთის რეგიონში , თელავის მუნიციპალიტეტში ახორციელებს მუყაოს/ ქაღალდის ნარჩენების შეგროვებისა და წინასწარ დამუშავებას.
მეწარმე აგროვებს მუყაოსა და ქაღალდის ნარჩენებს სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებიდან, ახდენს მათ წინასწარ დამუშავებას — დაპრესვას სპეციალური საპრესი აპარატის მეშვეობით. დაპრესილი ნარჩენი შემდგომ გადაეცემა შესაბამის ნებართვის მქონე ორგანიზაციებს საბოლოო გადამუშავებისა და გამოყენების მიზნით.
დღეს ი/მ ვალერიან მგელიაშვილი წარმატებით თანამშრომლობს კახეთის რეგიონში მოქმედ რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, საიდანაც სისტემატურად ხდება ნარჩენი მუყაოს შეგროვება და გატანა. ნარჩენების საწყობი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპრესი დანადგარით, რაც უზრუნველყოფს ნარჩენების ეფექტიან და უსაფრთხო დამუშავებას.

