ინდუსტრიული სიმბიოზი

საწარმო “გოგორა”

კომპანია „გოგორა“ სპეციალიზირებულია ქართული ფოლკლორული ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის წარმოებაზე. მისი საქმიანობა ეფუძნება ჰუმანიზმს, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, ხარისხსა და ინოვაციას. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და მშობლებს ჰუმანურ, გონიერ და დამოუკიდებელ განვითარებაში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნით.

„გოგორას“ წარმოება დაფუძნებულია ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე. საწარმო აქტიურად უწყობს ხელს ნარჩენების მინიმალიზაციას და მეორადი რესურსების ხელახლა გამოყენებას. პროდუქციის შეფუთვაც ეკომეგობრულია, რადგან გამოიყენება მეორადი ქაღალდი და ნაჭრის ტომრები. წარმოების პროცესში დანერგილია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები (DIN EN71, ASTM), რაც უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს.

კომპანიის დასაქმების პოლიტიკა მოიცავს მოწყვლადი ჯგუფებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერას, დისტანციური მუშაობის ხელშეწყობას და სოფლის მოსახლეობის ჩართულობას წარმოებაში.

„გოგორას“ წარმოება სრულად ასახავს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს: ნედლეულის გადამუშავებასა და მეორად გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ეკოლოგიურ შეფუთვას, ნარჩენების მართვას, ადგილობრივი რესურსების გამოყენებას და პასუხისმგებლიან დასაქმების პოლიტიკას.