„ცაცია ოსტატი“ არის ქალაქ დედოფლისწყაროში მოქმედი მცირე სოციალური საწარმო, რომელიც სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის, ხისგან დამზადებული, ეკო-მეგობრული საგანმანათლებლო და განმავითარებელი სათამაშოების წარმოებაში. წარმოების პროცესი დაფუძნებულია ბუნებრივ, უსაფრთხო და ადგილობრივად მოპოვებულ ხის მასალებზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის გამძლეობას, მაღალი ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას და გარემოზე ზეგავლენის მინიმიზაციას.
საწარმოს სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტებია: რეგიონული განვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ბავშვებისთვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოება, ბუნებაზე ზიანის შემცირება, ახალგაზრდებისთვის პროფესიული შესაძლებლობებისა და ინტერესი სფეროს მიმართ, ასევე ყოვლისწლიური ხეების დარგვის ინიციატივების მხარდაჭერა.
კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პასუხისმგებლიან წარმოებასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას. ხის ნარჩენების მინიმიზაცია, ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლის მქონე ნაკეთობების დიზაინი და ბუნებრივად ბიოდეგრადირებადი მასალების გამოყენება სრულად ემთხვევა ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს.


