სამიზნე სეგმენტი

კერძო სექტორი

სერვისები

შესაძლებლობების გაძლიერება

საკვანძო სიტყვები

ცირკულარულობა, დიზაინი, ინოვაცია, კონკურენტუნარიანობა

ცირკულარული გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის

ეს კურსი აძლიერებს ბიზნესის შესაძლებლობებს, მოხდეს ცირკულარული პრაქტიკების ღირებულების ჯაჭვში ინტეგრაცია ნარჩენების ახალ რესურსად ქცევითა და ინოვაციისა და კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობით. მონაწილეები იმუშავებენ შეფუთვის, ბიოდეგრადირებადი და სამშენებლო ნარჩენების მიმართულებებზე, ისწავლიან პროდუქტის მდგრადი დიზაინის მნიშვნელობას, რესურსების ოპტიმიზაციას და პარტნიორობების ჩამოყალიბებას, რომლებიც წრიულ ბიზნესმოდელებს განამტკიცებს. კურსი ხორციელდება შერეული ფორმატით: ონლაინ რესურსების, ცოცხალი სესიებისა და ოფლაინ ინტენსიური ტრენინგების კომბინაციით. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება კურსის გვერდზე.

მონაწილეები ისწავლიან, როგორ გამოიყენონ წრიული ეკონომიკის სტრატეგიები თავიანთ საქმიანობაში, შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ ღირებულება, ასევე ეფექტიანად ითანამშრომლონ მიწოდების ჯაჭვში მდგრადობის გასაძლიერებლად

ძირითადი თემატური მიმართულებები

სასწავლო მასალები

გადმოწერეთ პრეზენტაცია და გაეცანით ცირკულარული ეკონომიკის ძირითად სტრატეგიებს, წარმატებულ მაგალითებსა და მდგრადი ინიციატივების მრავალფეროვან იდეებს.