2020 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ რეგლამენტი, რომელიც ვრცელდება საქართველოს ბაზარზე განთავსებულ ყველა სახის ბატარეებსა და აკუმულატორებზე, მათი ფორმის, ზომის, წონის, შემადგენლობისა და დანიშნულებისა. რეგლამენტის მიხედვით აკრძალულია ყველა სახის ბატარეები და აკუმულატორები, რომლებიც შეიცავენ მათი წონის 0,0005 %-ზე მეტი ოდენობის ვერცხლისწყალს და ასევე პორტატული ბატარეები და აკუმულატორები, რომლებიც შეიცავენ მათი წონის 0,002 %-ზე მეტი ოდენობის კადმიუმს.
რეგლამენტი უზრუნველყოფს ბატარეებისა და აკუმულატორების ყველა მწარმოებელის ვალდებულებას, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ელექტრონულ რეესტრში (მგვ-ის რეესტრი), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2022 წელს საქართველოს მთავრობამ შეიტანა ცვლილება 2020 წლის კანონში ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ. ცვლილება შეეხება ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ შემოტანილ ბატარეებსა და აკუმულატორებს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ვალდებულებებსა და ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლის უფლებებს.


