ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა (CEAP) წარმოადგეს საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ღონისძიებების ყოვლისმომცველ კრებულს, რომელიც 2015 წელს იქნა მიღებული და მიზნად ისახავს ევროპის ეკონომიკის წრფივი მოდელიდან ცირკულარულ მოდელზე გადაყვანას. სამოქმედო გეგმა აერთიანებს 54 ღონისძიებას, ასევე ნარჩენების შესახებ ოთხ საკანონმდებლო წინადადებას. ეს საკანონმდებლო წინადადებები ევროკომისიამ სამოქმედო გეგმასთან ერთად წარადგინა, ნაგავსაყრელზე განთავსების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლებთან ერთად, რომლებიც 2030 და 2035 წლისთვის უნდა იქნას მიღწეული, ტექსტილისა და ბიონარჩენების ცალკეული შეგროვების ახალ ვალდებულებებთან ერთად. გეგმის განსახორციელებლად და 2016-დან 2020 წლამდე გარდამავალი პროცესის მხარდაჭერისთვის, 10 მილიარდ ევროზე მეტი საჯარო დაფინანსება გამოიყო.

ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. სასწავლო მასალა. 2026
ცირკულარული ეკონომიკისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების გზამკვლევი მასწავლებლებს სთავაზობს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის 4R-ის პრინციპების შესახებ. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა

