რესურსების ბიბლიოთეკა

ევროკომისიის ანგარიში საკვების ნარჩენის შემცირების თაობაზე

2023 წლის 5 ივლისს, ევროკომისიამ მიიღო საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს იურიდიულად სავალდებულო მიზნების დადგენას სურსათის ნარჩენების შესამცირებლად, რაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა (წს) 2030 წლისთვის უნდა შეასრულონ. 

ამ საკანონმდებლო წინადადების ზემოქმედების შეფასების თანახმად, დადგენილი მიზნები მიღწევადია, თუმცა, მათ შესასრულებლად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააჩქარონ პროგრესი.

ეს ანგარიში მიზნად ისახავს მტკიცებულებების წარმოდგენას, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს სურსათის მიწოდების მთელ ჯაჭვში, სურსათის ნარჩენების შესამცირებლად პერსპექტიული სტრატეგიების იდენტიფიცირებაში, რითაც დაჩქარდება პროგრესი ამ მიმართულებით.

ამ მიზნით, ჩატარდა ლიტერატურული მიმოხილვა სურსათის ნარჩენების შემცირების ღონისძიებების შესახებ და დაიწყო გამოკითხვა არსებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის შესაგროვებლად. მათი შეფასება უზრუნველყოფს სასარგებლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს წარმატებული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. სასწავლო მასალა. 2026

ცირკულარული ეკონომიკისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების გზამკვლევი მასწავლებლებს სთავაზობს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის 4R-ის პრინციპების შესახებ. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა

ანგარიში
გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026

გადმოწერე (ENG) გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026 – ერთობლივი ანალიზი უკეთესი გადაწყვეტილებებისთვის გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026 გთავაზობთ სურსათის უსაფრთხოებისა და არასრულფასოვანი კვების ერთობლივ, ყოვლისმომცველ ანალიზს მთელ მსოფლიოში.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
უდანაკარგო კულინარიის გზამკვლევი

გადმოწერე რა მოხდება, თუ ბოსტნეულის ქერქს, გამხმარ პურსა თუ ხილის ანათალს ნაგავში კი არ გადავყრით, არამედ გემრიელ კერძად ვაქცევთ?  სწორედ ეს არის უდანაკარგო კულინარია – გონივრული მიდგომა, რომელიც ზოგავს ფინანსებს,