2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ნარჩენების მართვის კოდექსი, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების განხორციელებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას, მათი ხელახალი გამოყენების წახალისებასა და ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას.
ამ კოდექსის ამოცანაა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა ნარჩენების წარმოქმნისა და მათი უარყოფითი გავლენის პრევენციით ან შემცირებით; ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნით; რესურსების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებითა და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებით.


