WWF-ისა და ევროპის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუტის (IEEP) ერთობლივი დოკუმენტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ პროდუქციის მწარმოებლებმა აიღონ ფინანსური პასუხისმგებლობა მათი პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე.
EPR-ის ეს ძირითადი პრინციპი პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის ბოლოს, მისი ახალ რესურსად ქცევაა უკან დაბრუნების, რეციკლირებისა და საბოლოო განთავსების კუთხით. EPR, როგორც წესი, გამოიყენება ნარჩენების ისეთი კონკრეტული ნაკადებისთვის, როგორიცაა შეფუთვა, მცირე სამომხმარებლო ელექტრონიკა და ბატარეები. მოცემული დოკუმენტი განვითარებადი ქვეყნების მთავრობებსა და ბიზნესებს სთავაზობს კონკრეტულ სამოქმედო გეგმასა და რეკომენდაციებს EPR სისტემების დანერგვისთვის.


