სამშენებლო სექტორი წარმოადგენს სათბურის გაზებით უმსხვილეს დამაბინძურებელს, რომელზეც მსოფლიო გლობალური გამონაბოლქვის 37% მოდის. ისეთი მასალების წარმოება და გამოყენება, როგორებიცაა ცემენტი, ფოლადი და ალუმინი, მნიშვნელოვან ნახშირბადის კვალს ტოვებს.
თუმცა, მშენებლობის სექტორი ნახშირბადის გამოყოფის შემცირების გადაწყვეტილებები კვლავ ჩამორჩება პროცესს. ეს გამონაბოლქვი წარმოიქმნება სწორედ ზემოთ ხსენებული მასალების (ცემენტი, ფოლადი, ალუმინი და სხვ.) დიზაინის, წარმოებისა და გამოყენების პროცესებში.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და იელის ეკოსისტემებისა და არქიტექტურის ცენტრის მიერ (GlobalABC-ის ფარგლებში) შედგენილმა ანგარიშმა, სახელწოდებით „სამშენებლო მასალები და კლიმატი: ახალი მომავლის აშენება“, ხაზი გაუსვა ინოვაციური თანამშრომლობის მექანიზმების შექმნის აუცილებლობას სამშენებლო მასალების ნახშირბადის ემისიის შესამცირებლად.


