ეს კანონი წარმოადგენს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო აქტს, რომელიც არეგულირებს სურსათის მიწოდების ჯაჭვში დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოშობის პრევენციას, შემცირებასა და მართვას.
კანონი აწესრიგებს სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ამ პროცესების წახალისებას ემსახურება. კანონის მოქმედება შეთანხმებულია „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კოდექსთან“.
ძირითადი ამოცანები
კანონის უმთავრესი მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოშობის პრევენცია და შემცირება, ასევე, მისი შეწირულების, აღდგენისა და გადანაწილების წახალისება.
აღსანიშნავია, რომ კანონი უზრუნველყოფს გენდერულად პასუხისმგებლობიანი პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს სურსათის დანაკარგების შემცირებასა და მის ეფექტურ გადანაწილებას.


