საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის საფუძველზე, და მის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიის მიზანია ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და მიზნების განსაზღვრა 15 წლის ვადით და საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება – ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებთან ეტაპობრივი დაახლოების გზით. სტრატეგია მოიცავს: სახიფათო ნარჩენების მართვას, პლასტიკის ნარჩენების მართვას, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვას და ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვას.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. სასწავლო მასალა. 2026
ცირკულარული ეკონომიკისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების გზამკვლევი მასწავლებლებს სთავაზობს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის 4R-ის პრინციპების შესახებ. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა

