რესურსების ბიბლიოთეკა

ჩრდილოეთ ჰოლანდიის განვითარების სააგენტოს (NHN) მეორადი სამშენებლო მასალების ცირკულარული შეთანხმება

ჩრდილოეთ ჰოლანდიის განვითარების სააგენტოს (NHN) მეორადი სამშენებლო მასალების ცირკულარული შეთანხმება ჩრდილოეთ ჰოლანდიის პროვინციისა და ცირკულარული ვესტფრიზლანდის ერთობლივი რეგიონული ინიციატივაა, რომლის მიზანს ჩრდილოეთ ჰოლანდიის რეგიონში წრიული სამშენებლო პროცესების ხელშეწყობა და გაძლიერება წარმოადგენს.  შეთანხმების ორწლიანი ვადის განმავლობაში (12.01.2024–12.01.2026), მხარეები იღებენ ვალდებულებას, დემონტაჟის სამუშაოების არანაკლებ 50% ცირკულარული დემონტაჟის წესების შესაბამისად განახორციელონ, რაც, ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, მასალების მაქსიმალურად შენარჩუნებას და მათ ხელახალ გამოყენებას ან გადამუშავებას ითვალისწინებს.

რეგიონის გრძელვადიანი მიზანია 2030 წლისთვის პირველად ნედლეულზე დამოკიდებულების ნახევრამდე შემცირება და 2050 წლისთვის სრული ცირკულარულობის მიღწევა სამი ძირითადი ინიციატივის მეშვეობით: წრიული დემონტაჟის წესების სტანდარტულად დანერგვა; დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებული მასალების წრიულად გადამუშავებული რაოდენობისა და მეთოდების შესახებ გამჭირვალე კომუნიკაცია; ცოდნის გაზიარება და თანამშრომლობა ახალი წრიული ჯაჭვების შესაქმნელად, ასევე არსებული ჯაჭვების, პლატფორმებისა და ნედლეულის ჰაბების იდენტიფიცირება და ურთიერთდაკავშირება. აღნიშნული წრიული შეთანხმება წარმოადგენს მასშტაბირებად მოდელს, რომელიც მეორადი სამშენებლო მასალებიდან მაქსიმალური ღირებულების მიღების და, ამავდროულად, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. სასწავლო მასალა. 2026

ცირკულარული ეკონომიკისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების გზამკვლევი მასწავლებლებს სთავაზობს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის 4R-ის პრინციპების შესახებ. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა

ანგარიში
გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026

გადმოწერე (ENG) გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026 – ერთობლივი ანალიზი უკეთესი გადაწყვეტილებებისთვის გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026 გთავაზობთ სურსათის უსაფრთხოებისა და არასრულფასოვანი კვების ერთობლივ, ყოვლისმომცველ ანალიზს მთელ მსოფლიოში.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
უდანაკარგო კულინარიის გზამკვლევი

გადმოწერე რა მოხდება, თუ ბოსტნეულის ქერქს, გამხმარ პურსა თუ ხილის ანათალს ნაგავში კი არ გადავყრით, არამედ გემრიელ კერძად ვაქცევთ?  სწორედ ეს არის უდანაკარგო კულინარია – გონივრული მიდგომა, რომელიც ზოგავს ფინანსებს,