„ცირკულარულობის ანგარიში 2025“ არის Circle Economy-ის ყოველწლიური სერიის უახლესი გამოცემა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ცირკულარულ ეკონომიკაში მიღწეული პროგრესის შეფასების ეტალონს წარმოადგენს. ანგარიში იყენებს ყოვლისმომცველ მეთოდოლოგიას გლობალური რესურსების მოპოვების, მოხმარებისა და ნარჩენების გენერირების რაოდენობრივი შეფასებისთვის. ის ნათლად აჩვენებს არსებულ ხარვეზებს ცირკულარულ ეკონომიკაში და განსხვავებას გლობალური ეკონომიკის ამჟამინდელ წრფივ და აუცილებელ ცირკულარულ მდგომარეობას შორის.
2025 წლის ანგარიში გვთავაზობს საკვანძო მონაცემებს და ქმედით რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართულია მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ. ის ხაზს უსვამს სისტემური ინტერვენციების გადაუდებელ აუცილებლობას რესურსეფექტიანობის დასაჩქარებლად, პირველად მასალებზე დამოკიდებულების მკვეთრად შესამცირებლად და რეგენერაციული პრაქტიკის წასახალისებლად.


