ეს ანგარიში ფოკუსირებულია ინდუსტრიულ სიმბიოზზე — სისტემურ მიდგომაზე, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. ინდუსტრიული სიმბიოზი გულისხმობს პროცესს, როდესაც ერთი საწარმოს ნარჩენი ან პროდუქტი ხდება სხვა საწარმოსთვის ნედლეული ან რესურსი. პუბლიკაცია დეტალურად განიხილავს, თუ როგორ შეუძლია კომპანიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას რესურსების ეფექტურობის გაზრდა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ცირკულარული ეკონომიკა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. სასწავლო მასალა. 2026
ცირკულარული ეკონომიკისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების გზამკვლევი მასწავლებლებს სთავაზობს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის 4R-ის პრინციპების შესახებ. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა

