როგორ შეიძლება პრობლემა გარდავქმნათ კონკრეტულ მწვანე ბიზნეს იდეად? რა არის Canvas ბიზნესმოდელის ძირითადი კომპონენტები და როგორ შეიძლება მასში მწვანე ელემენტების ინტეგრირება, რომ ბიზნესმა არა მხოლოდ მოგება, არამედ გარემოს დაცვაც უზრუნველყოს?
ვიდეოში საქართველოს ბანკის ციფრული ინოვაციების მენეჯერი გიორგი კინწურაშვილი განმარტავს, თუ როგორ მუშაობს Canvas ბიზნესმოდელი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება მდგრადი ბიზნესის შესაქმნელად.