Resource Library

გზამკვლევი სკოლაში ნარჩენების აუდიტის ჩასატარებლად

მსოფლიოში ყოველდღიური ნივთების უმეტესობას პლასტმასა წარმოადგენს. პლასტმასა პოლიმერებისგან შემდგარი ნაერთია, რომელსაც ძირითადად შესაფუთი მასალისა და ერთჯერადი მოხმარების ნივთების წარმოე ბისთვის იყენებენ. დიდი ნაწილი წარმოებული პლასტმასისა არ ექვემდებარება გადამუშავებას და ის გარემოში ნარჩენების სახით გროვდება ასეული წლის მანძილზე. ცნობილია, რომ დღეისათვის მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის მხოლოდ 9% გადამუშავდება. ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასა გროვდება ოკეანეებში, რაც საფრთხეს უქმნის წყლის ბინადრებს და ნეგატიურად მოქმედებს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შევამციროთ მისი მოხმარება და ვიპოვოთ გადაწყვეტის გზები პლასტმასის გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

სკოლაში პლასტმასის ნარჩენების შემცირების გზამკვლევი შეიქმნა CENN-ის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭრით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებოს სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც UNDP-სა და ნორვეგიის უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება, დემოკრატია“ (LEAD) ნაწილია.

Guidelines
Circular Practices in Learning Environments

Download (GEO Version Only) Against the backdrop of modern environmental challenges and the crisis caused by the traditional, linear model of the economy, educational institutions play a key role in

Guidelines
Packaging Reuse Systems (GEO)

Download (GEO Version Only( The guide explores the key aspects of the reuse model that are critically important for the successful integration of reusable packaging systems into business processes. You