რა იცი საკვების ნარჩენებსა და მათ მართვაზე?

გაიხსენე, რამდენჯერ გადაგიყრია სასურსათო პროდუქტები მხოლოდ იმიტომ, რომ ვადის გასვლამდე ან გაფუჭებამდე მათი მოხმარება ვერ მოასწარი? ალბათ, ბევრჯერ. სწორედ ასე წარმოიქმნება საკვების ნარჩენები, რომლებიც გარემოსთვის საზიანოა და ბუნებრივი რესურსების ფუჭად ხარჯვასაც იწვევს.
ამ ტესტით გაიგებ, რამდენად კარგად ერკვევი საკვების ნარჩენების პრობლემასა და მის მართვაში, რისთვისაც რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხო.