კამპანიები

The Body Shop-ის კამპანია

ევროკავშირის მხრდაჭერით, CENN-მა და The Body Shop-მა კახეთისა და აჭარის რეგიონებში ერთობლივი კამპანია წამოიწყეს, რომელიც მდგრადი მოხმარების კულტურის გავრცელებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების პოპულარიზაციას ემსახურება. The Body Shop ყოველთვის ცდილობს ხელი შეუწყოს დადებით ცვლილებებს, დანერგოს მდგრადი პრაქტიკები და მოხმარელებს შესთავაზოს ეკომეგობრული სერვისები. სწორედ ამ მისიის გაგრძელებაა თელავში, GPC-ის აფთიაქის ფილიალში, The Body Shop-ის გამოყენებული შეფუთვების შეგროვების ყუთის განთავსება. ეს ინიციატივა ადგილობრივ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დააბრუნონ ნებისმიერი ტიპის ცარიელი შეფუთვა, ისარგებლონ ფასდაკლებით და ამავდროულად იზრუნონ გარემოზე. პრაქტიკა წარმატებით მუშაობს თბილისსა და ბათუმში, სადაც მომხმარებლები აქტიურად აბარებენ ცარიელ შეფუთვებს და ამცირებენ ნაგავსაყრელზე მოხვედრილი პლასტმასის მოცულობას. აღნიშნული კამპანიის მთავარი გზავნილია — დიდი ცვლილება პატარა ქმედებით იწყება. 

კამპანიის გზავნილი კიდევ უფრო კარგად გამოიხატა „Summer Refill Day“ ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში Luca Polare-სთან პარტნიორობით გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო The Body Shop-ის refill სისტემის პოპულარიზაცია და მომხმარებლებისთვის ახალი, ინტერაქტიული გამოცდილების შეთავაზება, სადაც მათ უშუალოდ შეეძლოთ სისტემის უპირატესობების გაცნობა: სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, შეევსოთ საყვარელი პროდუქტები მრავალჯერადი ალუმინის ბოთლებით, რომლებიც საჩუქრად გადაეცემოდათ. გარდა ამისა, Luca Polare თითოეულ მონაწილეს დამატებით ნაყინს სთავაზობდა, რაც აქტიოვბას მეტად პოზიტიურს ხდიდა. ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა, რომ გარემოზე ზრუნვა შეიძლება იყოს სახალისო, სასიამოვნო და ამავდროულად ეკონომიკურად მომგებიანი. მსგავსი ინიციატივები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესები სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში და შექმნან დამატებითი ღირებულებები როგორც მომხმარებლისთვის, ისე საზოგადოებისთვის. 

კამპანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც CENN ICLEI Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს.