საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის ჰაბი

თქვენი ციფრული კარიბჭე წრიული გადაწყვეტილებების, რესურსებისა და თანამშრომლობისკენ
გაიცანი ჰაბი

ცოდნის მეშვეობით - საქართველოს ცირკულარული მომავლისკენ

ჩვენ ვართ საქართველოს წრიული ეკონომიკის ცოდნის ჰაბი – ციფრული სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო წრიული, რესურსეფექტიანი და მდგრადი მომავლისკენ სვლის დაჩქარებას.

ჩვენი მისია, რომელსაც CENN ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს,  საზოგადოების წრიული მომავლისკენ შთაგონება და გააზრებული ცვლილების წახალისებაა. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობას, ინფორმირებას და საჭირო ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვას, რათა შესაძლებელი გახდეს ნარჩენების მართვის გადააზრება, სისტემების ხელახალი მოწყობა და წრიულ პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირება.

ჩვენ გვწამს თანამშრომლობის, ინოვაციისა და ცოდნის გაზიარების ძალის და სწორედ ამიტომ ვართ აქ: რათა დავაკავშიროთ ყველა, ვინც ისწრაფვის შექმნას წარმოებისა და მოხმარების ისეთი გონივრული მოდელები, რომლებიც ზრუნავენ როგორც ადამიანების, ისე პლანეტის ხვალინდელ დღეზე.

ძირითადი მამოძრავებელი პრინციპები

ცოდნის გადაცემა და შესაძლებლობების გაძლიერება

თანამშრომლობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

ინფორმირებულობა და ადვოკატირება წრიული გარდაქმნისთვის

HUb_1 (1)
ვისთვისაა განკუთვნილი ჰაბი

პლატფორმა ყველასთვის, ვინც ცირკულარულ მომავალს ქმნის

ცირკულარული ეკონომიკის ცოდნის ჰაბი განკუთვნილია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი მრავალფეროვანი დაინტერესებული მხარეებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმიანობთ - პოლიტიკას ქმნით, ბიზნესს მართავთ, მომავალ ლიდერებს ასწავლით, სათემო ინიციატივას ხელმძღვანელობთ თუ უბრალოდ გაინტერესებთ, როგორ გამოიყენება წრიული აზროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში - ეს პლატფორმა სწორედ თქვენთვისაა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

ცნობიერების ამაღლების, ადვოკატირებისა და ადგილობრივი ქმედებების მხარდაჭერა.

პოლიტიკის შემქმნელები

პოლიტიკის მოკლე მიმოხილვებზე, სტრატეგიულ დოკუმენტებზე და გლობალურ საუკეთესო პრაქტიკებზე წვდომის უზრუნველყოფა.

ბიზნეს-კომპანიები და მეწარმეები

წრიული ბიზნესმოდელების და მდგრადი ინოვაციების განხორციელებისთვის საჭირო ინსტრუმენტების უზრუნველყოფა.

საგანმანათლებლო დაწესებულებები და აკადემიური სექტორი

სასწავლო მასალების, შემთხვევის ანალიზების და კვლევების მიწოდება.

ფართო საზოგადოება და მომხმარებლები

მდგრადი ჩვევების ხელშეწყობა და ინფორმირებული მოხმარების წახალისება.

საერთაშორისო დონორები
და განვითარების პარტნიორები

თანამშრომლობისა და ინვესტიციის შესაძლებლობების წარმოჩენა.

გსურთ დაგვიკავშირდეთ ან იყოთ ინფორმირებული?

სიამოვნებით დაგეხმარებით!

მოგვწერეთ წერილი: info@cenn.org

ან გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები: სიახლეების გამოწერა

დარჩით კავშირზე და პირველებმა გაიგეთ საქართველოში ახალი რესურსების, ღონისძიებებისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.