- ეს ღონისძიება უკვე ჩატარდა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე – 2025
5 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ინიციატივით, თელავში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომლის წლევანდელი თემა იყო: „ბრძოლა პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ“.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მეტი გაეგოთ ნარჩენების შემცირებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზე:
- ზერო ეფექტის სივრცეში გაიმართა მეორადი ტანსაცმლის, წიგნებისა და აქსესუარების გაცვლის აქტივობა – ახალ სიცოცხლის შანსი ძველი ნივთებისათვის!
- ტენემ ჩაიბარა პლასტმასის ბოთლები და თავსახურები, სანაცვლოდ კი სტუმრებს გადაეცათ აღდგენილი USB კაბელები და მობილურის საკიდები.
- ვეისთლესმა სტუმრებს მისცა შესაძლებლობა ელექტრონული ნარჩენების ჩაბარების გზით წვლილი შეეტანათ გარემოს დაცვაში.
თელავის N2 საჯარო სკოლის, თელავის N4 საჯარო სკოლისა და ახმეტის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს თემატური პერფორმანსები გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის შესახებ — ბავშვების კრეატიულობამ და მონდომებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდობის როლს გარემოსდაცვით ცვლილებებში.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან – “ზერო ეფექტი”, “ვეისთლესი” და “ტენე”.

