სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კასტელო მარე“ წარმოადგენს აჭარის რეგიონის ერთადერთ all-inclusive სანაპირო და გამაჯანსაღებელ რეზორტს, რომელიც აერთიანებს ველნეს ინფრასტრუქტურას, საკონფერენციო სივრცეებსა და მრავალფეროვან დასვენების სერვისებს ერთ ეკოსისტემაში.
ციხისძირში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რეზორტი ფუნქციონირებს უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, სადაც ზღვის ჰავა, სუბტროპიკული გარემო და ბუნებრივი იოდიზებული ატმოსფერო ქმნის თერაპიულ პირობებს. აღნიშნული კლიმატი წარმოადგენს რეზორტის გამაჯანსაღებელი კონცეფციის საფუძველს და აყალიბებს მას რეგიონში ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად.
“კასტელო მარე” მდგრადობას განიხილავს როგორც მართვის ფილოსოფიას. გარემოზე პასუხისმგებლობა ინტეგრირებულია ყოველდღიურ ოპერაციებში და წარმოადგენს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილს.
რეზორტის ინფრასტრუქტურა იყენებს ბუნებრივ რესურსებს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მიზნით: აუზები ივსება ზღვის წყლით, რაც ამცირებს მტკნარი წყლის მოხმარებას, ხოლო ბიოლოგიური გამწმენდი სისტემის მეშვეობით მიღებული ტექნიკური წყალი გამოიყენება ნარგავების მოსარწყავად, რაც წყლის ცირკულარულ გამოყენებას უზრუნველყოფს.
დანერგილია ნარჩენების სეპარაციის სისტემა – პლასტიკი და შუშა ბარდება შესაბამის კომპანიებს შემდგომი გადამუშავებისთვის, უზრუნველყოფს რესურსების ხელახალ ჩართვას ეკონომიკურ ციკლში. ჰიგიენური საშუალებები სრულად ჩანაცვლებულია დისპენსერული სისტემით, ხოლო ყოველდღიურ ოპერაციებში გამოიყენება ეკომეგობრული მასალები, მათ შორის ქაღალდის ჭიქები და სხვა ალტერნატიული პროდუქცია.
ენერგოეფექტურობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას. რეზორტში დანერგილია მზის ენერგიის გამოყენების მოდელი იჯარის პრინციპით, რაც ობიექტის ნაწილს საშუალებას აძლევს ფუნქციონირებდეს განახლებად ენერგიაზე დამატებითი კაპიტალური ინფრასტრუქტურის გარეშე.
რეზორტი აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ ეკონომიკას. ყოველწლიური ფესტივალი „მანდარინობა“ აერთიანებს 50-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს, ხოლო სეზონური და საშობაო ღონისძიებები ქმნის დამატებით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესებისთვის და აძლიერებს აგრო-ტურიზმის განვითარებას. პარალელურად ხორციელდება სანაპიროსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, ნარგავების დარგვა და მწვანე სივრცეების გაფართოება, რაც გარემოზე ზრუნვის პრაქტიკულ გამოხატულებას წარმოადგენს.
სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კასტელო მარე“ მიზნად ისახავს სანაპირო გამაჯანსაღებელი ტურიზმის სფეროში პასუხისმგებლიანი და ცირკულარული განვითარების ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც აერთიანებს უნიკალურ კლიმატურ უპირატესობებს, გარემოზე ზრუნვას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, სამედიცინო ტურიზმის პოტენციალს და აგრო-ტურიზმის ინტეგრაციას.


