კონცეპტუალური სამკაულის ბრენდი “Bazaar Echoes” შეიქმნა ხელოვნების, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სიყვარულით. პროდუქცია ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს, რაც გულისხმობს, რომ 80%-ზე მეტი სამკაულის დამზადებულია მეორადი მძივების, ძვირფასი ქვებისა და სხვა ხელახალი გამოყენების ელემენტებისგან.
სამკაულის დიდი ნაწილი შთაგონებულია დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის უნიკალური ბუნებრივი სახეობებითა და ეკოსისტემებით. ბრენდი ხაზს უსვამს ბუნებასთან ჰარმონიულ ურთიერთობას და ადგილობრივი კულტურის მნიშვნელობას, რაც ქმნის ღრმა და შინაარსობრივ კავშირს პროდუქციასა და გარემოს შორის.
ეკომეგობრული შეფუთვა და საინფორმაციო ბარათები მომხმარებელს აცნობს პროდუქტის შინაარსსა და მის კონცეფციას, ხოლო ბრენდის სოციალური მედიის კომუნიკაცია მიმართულია ბიომრავალფეროვნებისა და გარემოსდაცვითი მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ.



