ცირკულარული აკადემია – ტრენინგები ბიზნესებისთვის

თუ ხართ ბიზნესი, რომელსაც სურს:

  • ეფექტიანად გამოიყენოს რესურსები და დაზოგოს ხარჯები;
  • შეინარჩუნოს პროდუქტის ღირებულება და შეამციროს ნედლეულსა და მასალებთან დაკავშირებული რისკები;
  • დანერგოს ცირკულარული შეფუთვის სისტემები;
  • დანერგოს ორგანული მასალების ცირკულარული მართვის სისტემები;
  • გახდეს უფრო მდგრადი ბიზნესი და გაზარდოს საინვესტიციო შესაძლებლობები.

მაშინ შესაძლებლობა გაქვთ, გაიაროთ ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით:

ტრენინგი I: ცირკულარული ბიზნესმოდელების სტრატეგიები – ტრენინგი რელევანტურია ნებისმიერი ბიზნესისთვის.

  • გაეცნობით ცირკულარული ბიზნესმოდელების ძირითად ტიპებსა და მათ ფინანსურ სარგებელს
  • შეისწავლით რესურსებისა და მასალების ნაკადების შეფასების მეთოდოლოგიებს
  • შეაფასებთ საკუთარი ბიზნესის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პოტენციალს
  • გაეცნობით ამ პროცესის მართვის ძირითად პრინციპებს

ტრენინგი II: ცირკულარული და მდგრადი შეფუთვის დანერგვა ბიზნესებში – ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც აწარმოებს ან იყენებს შესაფუთ მასალებს მათ შორის იგულისხმება პლასტმასის ჭიქები, მინის ან პლასტმასის ბოთლები.

  • გაეცნობით შეფუთვის სფეროში არსებულ ცირკულარულ მიდგომებსა და რეგულაციურ მოთხოვნებს
  • შეაფასებთ საკუთარი ბიზნესის შესაფუთი მასალების ნაკადებს და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებს

ტრენინგი III: ორგანული ნარჩენების შემცირება და ცირკულარული მიდგომების დანერგვა ბიზნესებში – ტრენინგი რელევანტურია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც წარმოექმნებათ საკვები ნარჩენები.

  • გაეცნობით ორგანული მასალების მართვის ცირკულარულ მიდგომებს, განსაკუთრებული აქცენტით საკვებ ნარჩენებსა და სასურსათო სისტემებზე
  • შეაფასებთ ორგანული მასალების ნაკადებს საკუთარ ბიზნესში და ცირკულარულ მიდგომებზე გადასვლის პოტენციალს.

ბიზნესებს შეუძლიათ დაესწრონ ერთ, ორ ან სამივე ტრენინგს.

თარიღები:

  • ტრენინგი I – 19 ივნისი, 2026, 17:00–19:00 საათი (ონლაინ);
  • ტრენინგი II – 23 ივნისი, 2026, 17:00–19:00 საათი (ონლაინ);
  • ტრენინგი III – 25 ივნისი, 2026, 17:00–19:00 საათი (ონლაინ).

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/4tB2D2JuwbTZYtfT8

რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2026