ევროკავშირის დაფინანსებით, ICLEI Europe -ისა და CENN-ის ორგანიზებით, გერმანიაში ცირკულარული ეკონომიკის სასწავლო ტური მოეწყო. ერთი კვირის მანძილზე მონაწილეები ეცნობოდნენ ბერლინის წარმატებულ ცირკულარულ ბიზნესმოდელებს, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და მდგრადი განვითარების პლატფორმებს.
სასწავლო ტურის მიზანს გერმანული გამოცდილების გაზიარება, ინდუსტრიული სიმბიოზის პრაქტიკული მაგალითების შესწავლა და ქართულ რეალობაში მათი ადაპტირების გზების ძიება წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ ბერლინის ცირკულარულ ორგანიზაციებს და ბიზნესებს:
Circular Berlin – არასამთავრობო ორგანიზაცია და ქსელური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნესებს, პოლიტიკის შემოქმედებს, მკვლევრებსა და მოქალაქეებს, რათა დააჩქაროს ბერლინის გადასვლა ცირკულარულ ეკონომიკაზე.
Floating University in Berlin – არაკომერციული ექსპერიმენტული სასწავლო და კვლევითი პლატფორმა, რომელიც ბერლინის ყოფილი აეროპორტის წვიმის წყლის შემკრებ აუზშია მოწყობილი. სივრცე ფოკუსირებულია ურბანულ ეკოლოგიაზე, წყლის რესურსების მდგრად მართვასა და ცირკულარულ თვითორგანიზებაზე, სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და სტუდენტები მომავლის ქალაქების ეკოლოგიურ კონცეფციებზე მუშაობენ.
Roof Water-Farm – გამოყენებითი კვლევისა და დემონსტრირების პროექტი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ქალაქურ გარემოში ინტეგრირდეს საკვების წარმოება, ჩამდინარე წყლების დამუშავება და რესურსების აღდგენა.
NochMall – ბერლინის ნარჩენების მართვის სახელმწიფო კომპანიის (BSR) მიერ შექმნილი მეორადი ნივთების ინოვაციური უნივერმაღი. NochMall ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მაღაზია – ის წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის ცენტრს, სადაც ხელს უწყობენ ნივთების ხელახალ გამოყენებას, ატარებენ საგანმანათლებლო ვორქშოფებს და საზოგადოებას ნარჩენების პრევენციის პრაქტიკულ გზებს აცნობენ.
Matterialista – მასალების ბიბლიოთეკა და ინტერიერის დიზაინის სტუდია, რომელიც ეხმარება მდგრადი და ცირკულარული გადაწყვეტილებების განვითარებას, ტესტირებასა და წარმოჩენას.
Bauhaus Reuse – სადემონსტრაციო და საგამოფენო სივრცე, რომელიც წარმოაჩენს ხელახალი გამოყენების პრაქტიკას მშენებლობაში – გადამუშავებული სამშენებლო მასალებისა და ცირკულარული დიზაინის პრინციპების მეშვეობით.
Concular – PropTech კომპანია, რომელიც ავითარებს ციფრულ გადაწყვეტილებებსა და პლატფორმებს სამშენებლო მასალების ხელახალი გამოყენებისთვის და ეხმარება სამშენებლო სექტორს ნარჩენებისა და ნახშირბადის ემისიების შემცირებაში.
Sykell – ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო შეფუთვის სისტემებსა და ციფრული მონიტორინგის გადაწყვეტილებებს, რათა ინდუსტრიულ მიწოდების ჯაჭვებში ჩაანაცვლოს ერთჯერადი შეფუთვა.
🍽️ Kantine Zukunft – სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედი საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს რესტორნებს, სასადილოებსა და კვების მომსახურებებს უფრო მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში, მათ შორის ადგილობრივი პროდუქტების გამოყენებას, სეზონურ მენიუებს, ნარჩენების შემცირებასა და კლიმატმეგობრული სამზარეულოს დანერგვას.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელისა და ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის წევრებმა შემდეგი ორგანიზაციებიდან:
🔹 Madlin მედლინი
🔹 უდაბნო • Udabno
🔹 GCB საქართველოს დურგალთა ამქარი • Georgian Carpenters Brotherhood
🔹 ჯორჯიან ფექიჯინგი
🔹 Doctor’s Bio-cellar ექიმის ბიო-მარანი
🔹 საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association
🔹 მელაანური ჩაი • Melaanian Tea
🔹 Carrefour Georgia
🔹ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
🔹 კოლეჯი ბლექსი
სასწავლო ვიზიტისას მიღებული ცოდნა და პრაქტიკული მაგალითები მნიშვნელოვან საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ინდუსტრიული სიმბიოზის პლატფორმის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ეფექტურ დანერგვას.
__
🇪🇺🇬🇪 სასწავლო ტური გერმანიაში პროექტის “ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში” ნაწილია, რომელსაც CENN ახორციელებს ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.





