ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) ეხმიანება თანამედროვე სამყაროში რესურსებისეფექტიანი მართვისა და მდგრადი განვითარების გლობალურ პრიორიტეტებს. უნივერსიტეტმა, CENN-თანთანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სტუდენტებს სრულიად ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. 2026 წლიდან, ეკონომიკის ფაკულტეტზე, ცირკულარული ეკონომიკის ახალი საბაკალავრო არჩევითი კურსი ამოქმედდა.

როგორც ბსუ–ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ აღნიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიმართულების ინტეგრირება სასწავლოპროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

„დღევანდელი ეკონომიკური გარემო მოითხოვს, რომ მომავალმა სპეციალისტმა შეძლოს ეკონომიკურ საქმიანობასთანერთად რესურსების ეფექტიანი გამოყენების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი მდგრადობისსაკითხების გააზრებაც. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ ეკონომიკის განვითარების ისეთ მიდგომას, რომელიც რესურსების მხოლოდ მოხმარებაზე კი არა, მათი ღირებულების მაქსიმალურად ხანგრძლივად შენარჩუნებაზე, ნარჩენების შემცირებაზე, ხელახალ გამოყენებასა და ინოვაციურ ბიზნესმოდელებზეა ორიენტირებული. ესგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, რადგან ისინი მომავალში გადაწყვეტილებებს მიიღებენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.“

რა სიახლეები და აქცენტებია სასწავლო პროგრამაში?

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნათია წიკლაშვილის განმარტებით, CENN-თანთანამშრომლობით შემუშავებული ეს სრულიად ახალი სასწავლო კურსი და დამხმარე საკითხავი მასალები რამდენიმეძირითად ასპექტზე აკეთებს აქცენტს:

„ცირკულარული ეკონომიკის საფუძვლებსა და ბიზნესმოდელებზე, ღირებულებათა ჯაჭვზე სხვადასხვა სექტორში, ცირკულარული ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკაზე საქართველოსა და სხვა წამყვან ქვეყნებში და, რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში.“

მიუხედავად იმისა, რომ კურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნა, ის შეზღუდული არ არის მხოლოდ ერთიპროგრამის სტუდენტებისთვის. როგორც რექტორი განმარტავს, ცირკულარული ეკონომიკის სასწავლო კურსის არჩევათავისუფალი კრედიტების სახით შეუძლია ნებისმიერი პროგრამის სტუდენტსაც, რომელიც დაინტერესებულიაცირკულარული ეკონომიკით.

მნიშვნელობა დასაქმების ბაზრისა და სტუდენტებისთვის

შრომის ბაზრის აქცენტები იცვლება, ხოლო კანონმდებლობა ბიზნესების მიმართ გარემოსდაცვითი კუთხით მკაცრდება, შესაბამისად კადრების მიმართ მოთხოვნებიც მზარდია.

როგორც ნათია წიკლაშვილი აღნიშნავს, ეს კურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიულ ცოდნასთან ერთადგაეცნონ წამყვანი კომპანიების რეალურ მაგალითებს, შეისწავლონ ბაზარი, იმუშაონ ცირკულარულ იდეებზე და მიიღონინფორმაცია მათი დაფინანსების ინსტრუმენტების შესახებ: „ის სტუდენტები კი, რომლებსაც გავლილი ექნებათაღნიშნული კურსი, მომზადებულები შეხვდებიან შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და უფროკონკურენტუნარიანებიც იქნებიან,“ამბობს ის.

უნივერსიტეტის სამომავლო ხედვა და გეგმები

როგორც ტიტე აროშიძე აღნიშნავს, ბსუ–ს მისიაა ქვეყნის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის სოციალურიკეთილდღეობის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა, რის გამოც უნივერსიტეტიმზადყოფნას გამოთქვამს ყველა მსგავსი ინიციატივის მიმართ:

„ბსუ–ს სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივ განვითარებას დამათში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, ცირკულარული მიდგომებისსაკითხები ეტაპობრივად შეიძლება აისახოს სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებაში. ცირკულარულიეკონომიკის კურსის დანერგვა მხოლოდ ერთი ახალი სასწავლო კურსის დამატება არ არის; ეს არის მაგალითი იმისა, თუროგორ უნდა პასუხობდეს უნივერსიტეტი ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებს და როგორ უნდა უკავშირებდესგანათლებას ქვეყნისა და რეგიონის განვითარების რეალურ საჭიროებებს.“

პროექტის შესახებ

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ცირკულარულიქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მოიცავს კახეთისა და აჭარის რეგიონებს და ხელსუწყობს ადგილობრივ დონეზე მწვანე ღირებულებათა ჯაჭვების შექმნასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისდამკვიდრებას.