ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა კახეთში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის მეორე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიების მთავარ ფოკუსს სექტორთაშორისი თანამშრომლობა წარმოადგენდა — მიდგომა, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის საყრდენია და ბიზნესისთვის პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.

ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა. მას 40-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის კერძო სექტორის ლიდერები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ინტერაქციულ დისკუსიას ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვების ჩანაცვლების შესახებ. მონაწილეებმა განიხილეს ეს პროცესი, როგორც ახალი შესაძლებლობა ბიზნესში ინოვაციური და ეკომეგობრული მიდგომების დასანერგად. საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული მიგნებები ერთმანეთს საცალო ვაჭრობის ქსელების, HoReCa სექტორისა და შემფუთველთა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გაუზიარეს.

შეხვედრის ცენტრალური ბლოკი ცირკულარული პრაქტიკების დასანერგად გაერთიანებული ბიზნესების წარმატებულ კოლაბორაციებს დაეთმო. ინდუსტრიული სიმბიოზის წევრი ბიზნესების მხრიდან საკუთარი მაგალითების განხილვისას გამოიკვეთა, თუ როგორ შეუძლია სექტორთაშორის პარტნიორობას რეალური ფინანსური სარგებლის მოტანა და კომპანიის რეპუტაციის გაძლიერება.

დისკუსიის დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილდა ცირკულარულ ბიზნესზე, როგორც ინვესტიციების მოზიდვისა და ბაზრის გაფართოების საშუალებაზე. ოთარ ანთიამ (ინვესტორთა საბჭო) ხაზი გაუსვა B2B თანამშრომლობისა და საზიარო სერვისების მნიშვნელობას მცირე ბიზნესის ზრდისთვის.

ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი მზადაა, კიდევ უფრო გააღრმავოს მუშაობა როგორც ქსელის წევრებს შორის, ისე ახალ კომპანიებთან თანამშრომლობის ხელშესაწყობად. CENN გამოხატავს მზაობას, დაეხმაროს ბიზნესებს საჭიროებების იდენტიფიცირებაში, პარტნიორების მოძიებასა და მიზნობრივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში.

საქართველოს ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის შესახებ

ინდუსტრიული სიმბიოზი ევროკავშირში აპრობირებული მიდგომაა, რომელიც ეხმარება კომპანიებს ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და მდგრადი, მაღალი სარგებლის მომტანი მოდელების დანერგვაში.

რატომ უნდა გახდეთ ქსელის წევრი?

გამოიყენეთ ექსკლუზიური შესაძლებლობები თქვენი ბიზნესის გაძლიერებისთვის:

  • ოპერაციული ოპტიმიზაცია: დახვეწილი პროცესები, შემცირებული ხარჯები და თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა.
  • გამოცდილების გაზიარება: გაცვლითი ვიზიტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
  • ტექნიკური მხარდაჭერა: ინდივიდუალური კონსულტაციები ნარჩენების შემცირებისა და ინოვაციური ცირკულარული გადაწყვეტილებების დასანერგად.
  • Networking & B2B: პირდაპირი კავშირი პოტენციურ პარტნიორებთან, კლიენტებთან და ინვესტორებთან.
  • მაქსიმალური ხილვადობა: თქვენი ბიზნესის პოპულარიზაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში.

შემოუერთდით ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელს ამ ბმულზე: [ბმული]

ერთად შევქმნათ უფრო მდგრადი მომავალი!

ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის — „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ — ნაწილია, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატმედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის დაგეგმვა-განხორციელების გზით.