ბიზნესში ცირკულარულობის დანერგვის ეტაპები
ჩვენი სამყარო შედგება ისეთი საგნებისგან, რომლებიც მოხმარების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ნაგავსაყრელზე ხვდება. იქ კი, თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში რჩება ნიადაგში, აბინძურებს გარემოს და ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს ის შემთხვევაა, როცა ცირკულარული, ანუ იგივე წრიული ეკონომიკის საჭიროება დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი არ იქცევა ნარჩენად და მისი საციცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ, ის ახალ რესურსად გადაიქცევა.
წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიგნება R-სტრატეგიაა, რომელიც სასარგებლო ინსტრუმენტია პროდუქტის წარმოების სხვადასხვა ეტაპის გადააზრებისათვის, იქნება ეს დიზაინის, გამოყენებისა თუ საციცოცხლო ციკლის დასრულებისის ფაზა.