დღეს მსოფლიო უპრეცედენტო გარემოსდაცვითი გამოწვევის წინაშე დგას, სადაც პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ იქცა. ტრადიციული პლასტმასი, რომელიც ნავთობპროდუქტებისგან მზადდება, ასწლეულების განმავლობაში არ იშლება და მიკროპლასტმასის სახით აღწევს კვებით ჯაჭვში, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ოკეანეების ბიომრავალფეროვნებას, ისე ადამიანის ჯანმრთელობას. აღნიშნულმა კრიზისმა წარმოშვა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა, სადაც პროდუქტი არა ნაგავსაყრელზე მოსახვედრად, არამედ ბუნებაში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად იწარმოება. პლასტმასის ალტერნატივებზე გადასვლა აღარ არის მხოლოდ კეთილი ნება, ეს არის სტრატეგიული აუცილებლობა პლანეტის გადასარჩენად.
ინოვაციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ბიომასისგან მიღებული მასალები, მრავალჯერადი გამოყენების და ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლის მქონე ალტერნატივებია. სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან დამზადებული პროდუქცია, მაგალითად, ბრინჯის ნამჯა, შაქრის ლერწამი ან სიმინდის სახამებელი სულ უფრო ხშირად ცვლის ერთჯერად ჭურჭელსა და შეფუთვას. ეს მასალები ბუნებრივ გარემოში კომპოსტირებადია, რაც ნიშნავს, რომ ისინი სრულად იშლება და ნიადაგს ნუტრიენტებით ამდიდრებს, ნაცვლად მისი დაბინძურებისა. ამავე დროს, შუშისა და მინის მრავალჯერადი გამოყენება (მაგ. დასაბრუნებელი ბოთლები და კონტეინერები) ამცირებს ერთჯერად შეფუთვაზე დამოკიდებულებას და განაპირობებს რესურსების მოხმარებას მრავალი ციკლის განმავლობაში. ასეთი გადაწყვეტილებები ორმაგ სარგებელს იძლევა: ერთი მხრივ, ვამცირებთ აგრო-ნარჩენების დაწვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებას, ხოლო მეორე მხრივ კი იქმნება პლასტმასის ეფექტიანი და მდგრადი ჩანაცვლების შესაძლებლობა.
პლასტმასის ალტერნატივების წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, არამედ მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზეც. მდგრადი განვითარება გულისხმობს “3R” პრინციპის – შემცირების (Reduce), ხელახალი გამოყენებისა (Reuse) და გადამუშავების (Recycle) – ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვას. მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური ბიომასალები პლასტმასით გამოწვეული დაძლევის არსებით ინსტრუმენტად გვევლინება. საბოლოოდ, ყველაზე ეფექტიანი გზა ერთჯერადი მოხმარების კულტურის გადააზრებაა. როდესაც საზოგადოება ირჩევს ხარისხიან, მრავალჯერად ნივთებს ან მხარს უჭერს ადგილობრივ ბრენდებს, რომლებიც ნარჩენს რესურსად აქცევენ, იქმნება ისეთი გარემო სადაც ეკონომიკური ზრდა აღარ გულისხმობს გარემოს დეგრადაციას.
შეამოწმე შენი ცოდნა. გააკეთე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ პლასტმასის ალტერნატივებს.