გიფიქრია, რა რაოდენობის საკვებს ვფლანგავთ ყოველდღიურად?
პურის ნაჭრები, დაუგეგმავად შეძენილი პროდუქტები, მაცივარში დავიწყებული ბოსტნეული და სხვა საკვები ინგრედიენტები, რომლებსაც არ ვიყენებთ ან ვადაგასულია, შესაძლოა ხშირად უმნიშვნელო ნარჩენად მივიჩნიოთ. თუმცა, სინამდვილეში, საკვების მოხმარებასთან დაკავშირებული ჩვევები და გადაწყვეტილებები მნიშველოვან გამოწვევას წარმოადგენს და მსოფლიოში ყოველდღიურად საკვების უზარმაზარი დანაკარგის წარმოქმნას განაპირობებს.
საკვების ფლანგვა ნიშნავს ფუჭად დახარჯულ ენერგიას, წყალს და სხვა ბუნებრივ რესურსებს, რაც გარემოსდაცვითი გამოწვევის გარდა, სოციალურ და ეკონომიკიურ პრობლემასაც წარმოადგენს. 2022 წელს, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი საკვების დაახლოებით 19% იქნა გაფლანგული საოჯახო მოხმარების, კვების ობიექტებისა და სავაჭრო ქსელების დონეზე, რაც სათბური აირების წარმოქმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
ყოველწლიურად ევროპაში 58 მილიონი ტონა საკვები იყრება, რაც საშუალოდ თითო ადამიანზე დაახლოებით 130 კილოგრამს შეადგენს, ხოლო ნარჩენის საბაზრო ღირებულება 132 მილიარდ ევროს აღწევს. ამავდროულად, ევროკავშირის მასშტაბით 42 მილიონზე მეტ ადამიანს არ შეუძლია ყოველ მეორე დღეს ხარისხიანი საკვების მიღება. ეს მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საკვების ფლანგვა ერთ-ერთი ყველა მწვავე გამოწვევაა.
გლობალური სურათი არანაკლებ საგანგაშოა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, ყოველწლიურად ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული საკვების დაახლოებით მესამედი იკარგება ან ნადგურდება. მხოლოდ 2022 წელს მსოფლიოში წარმოებული საკვების 1.05 მილიარდი ტონა ნარჩენი წარმოიშვა: 60% საოჯახო მოხმარებაზე, 28% კვების სერვისებზე და 12% საცალო ვაჭრობაზე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი საკვების წარმოდგენილი მეხუთედი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა.
საკვების ნარჩენების შესაცმირებლად:
- წინასწარ განსაზღვრე საკვები რაციონი და შეიძინე მხოლოდ საჭირო რაოდენობის პროდუქტები;
- ყურადღება მიაქციე პროდუქტის შენახვის წესებსა და ვადებს;
- მორჩენილი საკვები გაუზიარე სხვებს;
- ორგანული ნარჩენები გადააქციე სასარგებლო რესურსად – მაგალითად, კომპოსტად.
შეამოწმე შენი ცოდნა, უპასუხე კითხვებს და აღმოაჩინე მარტივი გზები საკვების ფლანგვის შესამცირებლად.