ყველა წარმატებული მოსავალი იწყება ერთი მთავარი საფუძვლით — ჯანსაღი, ცოცხალი ნიადაგით. კომპანია „კომპოსტი“ გარდაქმნის სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს მაღალი ხარისხის, საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგის გამაჯანსაღებელ პროდუქტად, რომელიც აღადგენს ნიადაგის ნაყოფიერებას, სტრუქტურასა და ბიოლოგიურ აქტივობას. კაკლის ნაჭუჭი, სხვადასხვა ტიპის მწვანე ბიომასა და განსაკუთრებით ყურძნის გადამუშავების ნარჩენები — ჭაჭა, კლერტი და წიპწა — რომლებიც კახეთის ვენახებიდან და მეღვინეობებიდან გროვდება, გადამუშავდება და კომპოსტირების დადგენილი სტანდარტებისა და მკაცრი ზედამხედველობის პირობებში გარდაიქმნება ბუნებრივ, მდგრადი მეურნეობისთვის მნიშვნელოვან რესურსად.
საქართველოს ღვინის რეგიონში ფესვგადგმული ჩვენი მიდგომა აერთიანებს მდგრად სოფლის მეურნეობასა და ტრადიციულ მეღვინეობას — ვენახებისა და მარნების ნარჩენების გადამუშავებით და ამ რესურსის ნიადაგში დაბრუნებით. აღნიშნული დახურული ციკლი ხელს უწყობს ნულოვანი ნარჩენების პრინციპის დანერგვას, ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს ნიადაგისა და ეკოსისტემის გრძელვადიან აღდგენასა და სტაბილურობას.
ჩვენი პროდუქტი შეუცვლელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფერმებისთვის, ბაღებისთვის, სათბურებისთვის, ასევე ოთახის მცენარეებისა და მექოთნეობისათვის. ის აუმჯობესებს ნიადაგის წყლის შეკავების უნარს, ზრდის საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს მცენარეთა ჯანმრთელ, ძლიერ და მდგრად განვითარებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მოსავლის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებზე.
გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე, ბიონარჩენების ეფექტიან გადამუშავებასა და ნიადაგის გაჯანსაღება-აღდგენაზე ორიენტირებული მიდგომით, „კომპოსტი“ წარმოადგენს თანამედროვე და მდგრად გადაწყვეტას მიწასთან ურთიერთობისათვის.
ეს არის ნეშომპალის — იგივე ჰუმუსის ფენის — ბუნებრივი გზით აღდგენის გზა, სადაც ღვინო, ნიადაგი და სიცოცხლე ერთ უწყვეტ ციკლად ერთიანდება.
„კომპოსტი“ — ვამდიდრებთ ნიადაგს, ვიცავთ ბუნებას.


