ბრენდი „მედლინი“ დაარსდა 2018 წელს და აწარმოებს ხელნაკეთ რბილ სათამაშოებს, ინტერიერის თოჯინებსა და საბავშვო/დიდების სამოსს 100% ნატურალური ქსოვილებითა და ჰიპოალერგიული მასალებით.
კომპანიის განვითარების პარალელურად დაინერგა ცირკულარული წარმოების მიდგომა და ნარჩენების მართვის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს.
წარმოების პროცესში:
- ქსოვილის დარჩენილი ნარჩენები გამოიყენება თოჯინების სამოსისა და ტექსტილის მცირე ზომის პროდუქტების შესაქმნელად;
- დარჩენილი სინტიპონი გადამუშავდება და გამოიყენება მიუსაფარი ცხოველებისთვის ლეიბების წარმოებაში;
- ხორციელდება მასალების ოპტიმიზაცია, რათა შემცირდეს პირველადი რესურსის დანახარჯი და ნარჩენის რაოდენობა.
სამომავლოდ იგეგმება ნარჩენებისგან დეკორატიული და ინტერიერის პროდუქტების შექმნა, რაც გაზრდის მასალების საციცოცხლო ციკლს და გააძლიერებს ცირკულარულ ბიზნესმოდელს.
„მედლინი“ მიზნად ისახავს ნულოვანი ნარჩენისკენ ეტაპობრივ გადასვლას, რესურსების ეფექტიან გამოყენებას და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

