შპს „ქორფა“ არის თანამედროვე ქართული აგროსაწარმო, რომელიც სპეციალიზებულია მიკრომწვანილის წარმოებაზე. კომპანია ფუნქციონირებს ინოვაციურ, ენერგოეფექტურ და მრავალფუნქციურ სათბურში, სადაც გამოიყენება თანამედროვე ბიო-აგროტექნოლოგიური მეთოდები — ავტომატიზებული მიკროკლიმატის კონტროლი, წყლის ეფექტიანი მართვის სისტემა და ორგანული სუბსტრატები.
მიკრომწვანილი წარმოადგენს მაღალი კვებითი ღირებულების მქონე მცენარეს, რომელიც გამოირჩევა ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით. შპს ქორფა აწარმოებს სხვადასხვა სახეობის მიკრომწვანილს, მათ შორის მზესუმზირის, ბოლოკის, ბროკოლის, მდოგვის და ა.შ. , რომლებიც გამოიყენება როგორც ადგილობრივ ჰორეკა სექტორში (რესტორნები, კაფეები, სასტუმროები), ისე საცალო გაყიდვებში.
კომპანიის საქმიანობა ეფუძნება საწარმოო ინოვაციებსა და მდგრადობის პრინციპებს. წარმოების პროცესში მინიმუმამდეა დაყვანილი ნარჩენების რაოდენობა და წყლის მოხმარება, რაც სრულად შეესაბამება მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის სტანდარტებს. ორგანიზაცია ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და აგროსექტორის განვითარებას.
შპს „ქორფა“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მაგალითს საქართველოში მცირე, მაგრამ ტექნოლოგიურად მოწინავე მწვანე აგროაწარმოებებს შორის, რომელიც აერთიანებს ჯანსაღი პროდუქტების წარმოების, საკვების უსაფრთხოების, ინოვაციების და მდგრადი განვითარების პრინციპებს.
კომპანიის დირექტორი, ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, რუსუდან კვარაცხელია, საქართველოში მოქმედ ბიზნესებს კონსულტაციებს უწევს, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბიოლოგიურად სუფთა, უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.