ინდუსტრიული სიმბიოზი

„ND’s Art“ და „GAA“ წარმოადგენს თემზე დაფუძნებულ ეკო-შემოქმედებით პლატფორმას. ჩვენი მოდელი ეფუძნება წრიული ეკონომიკის პრინციპებს, სადაც ვახდენთ ადგილობრივი თემისგან (მოსწავლეები, მშობლები, ორგანიზაციები) შეგროვებული არაფუჭებადი ნარჩენების (ტექსტილი, პლასტიკი, ქაღალდი, თაბაშირი და ა,შ,) რესურსად გარდაქმნას მაღალი ღირებულების პროდუქტებად. ჩვენი მიზანია ნარჩენების ნაგავსაყრელზე მოხვედრის პრევენცია და საგანმანათლებლო პროცესში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრაქტიკული დანერგვა.

რას ვაკეთებთ:

ნარჩენების Upcycling-ს: თემში შეგროვებული არაფუჭებადი ნარჩენებისგან ვქმნით მაღალი ღირებულების დეკორატიულ ნივთებსა და აქსესუარებს. ჩვენი სტუდია მზად არის ითანამშრომლოს ადგილობრივ ბიზნესებთან (მაგ. სამკერვალოები, სასტუმროები), რათა მოვახდინოთ მათი წარმოების ნარჩენების მეორადი გამოყენება.

საგანმანათლებლო კომპონენტს: ვატარებთ ეკო-მასტერკლასებსა და ვორქშოფებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად.

ინოვაცია: ვმუშაობთ სპეციალიზებული აპლიკაციის პროტოტიპზე, რომელიც მოახდენს ნარჩენების ნაკადების ციფრულ მართვას და ოპტიმიზაციას. განსაზღვრავს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების პროცენტულობას.

ჩვენი მიზანია საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის „Global Artists Alliance“ (GAA) შექმნა, რომელიც ეკო-ინოვაციების საშუალებით დააკავშირებს ხელოვანებს და პროექტში ჩართულ საზოგადოებას.