- ეს ღონისძიება უკვე ჩატარდა
ევროპის დღე ბათუმში 2025
ღონისძიების მიზანი იყო მოქალაქეებისთვის ცირკულარული მიდგომების გაცნობა და მათი წახალისება, ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ. ინიციატივამ გააერთიანა ადამიანები, რომლებიც პირადი ჩართულობით ცდილობენ ხელი შეუწყონ მდგრადი პროცესების გაძლიერებას. ღონისიებაზე სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა რეალურ გარემოში დაენახათ, როგორ მუშაობს ცირკულარული მიდგომა და რესურსების გაზიარებისა და დაენახათ, რომ ნივთების ხელახალი გამოყენების პრაქტიკები შეიძლება იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი ალტერნატივა ერთჯერადი მოხმარების პროდუქტების ჩასანაცვლებლად.
რესურსების გონივრული მოხმარება – “გაცვალე და გამოიყენე ხელახლა”
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ჩართულიყვნენ ტანსაცმლისა და წიგნების გაცვლის ინიციატივაში. ინტერაქციული ფორმატის ფარგლებში სტუმრებმა მოიტანეს ტანსაცმელები, წიგნები და ისინი სხვა მეორად ნივთებზე გადაცვალეს. გაცვლის აქციამ მონაწილეებს საშუალება მისცა პრაქტიკაში გამოეცადათ რესურსების გაზიარების მოდელი, რამაც ხელი შეუწყო პასუხისმგებლიანი მოხმარების გარშემო დიალოგის წამოწყებასა და მდგრადი მოხმარების პრაქტიკების პოპულარიზაციას. ინიციატივის მიზანი იყო ნარჩენების შემცირება, რესურსების ხელახალი გამოყენების წახალისება და ცირკულარული ეკონომიკის კულტურის გავრცელება ყოველდღიურ პრაქტიკაში.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა საქართველოში ნარჩენების შემცირების და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის გზით.

