- ეს ღონისძიება უკვე ჩატარდა
ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა ბათუმში
ეპირველი წარმატებული შეხვედრის შემდეგ, მოხარულები ვართ, რომ გიწვევთ ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 17 სექტემბერს, ბათუმში.
შეხვედრის მიზანია:
- ნარჩენების პრევენციისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა და მათი ადგილობრივ რეალობაზე მორგება;
- დისკუსია იმ ინიციატივებზე, რომლებიც ყველაზე რელევანტური და განხორციელებადი იქნება აჭარის რეგიონში;
- 4სექტორებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენა.
განსახილველი თემები:
- მწვანე ღირებულების ჯაჭვების შექმნა;
- საერთაშორისო გამოცდილება ნარჩენების პრევენციისა და რესურსების გამოყენებაში;
- ინოვაციური ბიზნეს-მოდელები და პრაქტიკული მაგალითები (შეფუთვის შემცირება, მრავალჯერადი გამოყენება, გადამუშავება, საკვების ნარჩენების პრევენცია, კომპოსტირება და სხვა);
- ქცევითი ცვლილებების წახალისება: მოტივაციის, ჩვევებისა და სოციალური ნორმების როლი;
- საქართველოს გამოცდილება და განხორციელებული საპილოტე პროექტები.
შეხვედრა მოიცავს მოწვეული სპიკერების გამოსვლებს, დისკუსიებსა და ჯგუფურ მუშაობას, რომლის შედეგადაც:
- გამოვავლენთ რეგიონისთვის ყველაზე რეალისტურ და საინტერესო ინიციატივებს;
- განვსაზღვრავთ, რა იმუშავებს პრაქტიკაში და რომელი მიდგომა იქნება უფრო ადვილად მისაღები საზოგადოებისთვის;
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობის გზებს ბიზნესებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო სექტორსა და ადგილობრივ თემებს შორის.
შეხვედრის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკებს, ადგილობრივი საჭიროებები და შესაძლებლობები უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება და საფუძველი ჩაეყრება ახალ პარტნიორულ ინიციატივებს აჭარაში.
ღონისძიება იმართება პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა საქართველოში ნარჩენების შემცირების და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის გზით.

