სურსათის ნარჩენების ინდექსის ანგარიში 2024 თავის წინამორბედზე დაყრდნობით, სამი ძირითადი მიმართულებით არის გაუმჯობესებული:
პირველ რიგში, მასში წარმოდგენილია მკვეთრად გაზრდილი მონაცემთა რაოდენობა მთელი მსოფლიოდან, რაც შესაძლებლობას იძლევა, მივიღოთ უფრო სანდო გლობალური და ეროვნული შეფასებები. ამის დეტალები მოცემულია ძირითადი ანგარიშის მე-2 თავში.
ანგარიში ასევე აფართოებს მდგრადი განვითარების მიზნის (SDG 12.3) ფარგლებში სურსათის ნარჩენების გაზომვის მეთოდოლოგიას, რომელიც 2021 წლის გამოცემაში იყო შემოღებული. იგი გვთავაზობს გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოს გაზომვისთვის საცალო ვაჭრობის, კვების სერვისისა და საოჯახო სექტორებში. ეს დამატებითი მითითება დეტალურად განიხილავს სხვადასხვა მეთოდოლოგიას, მათ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, ასევე სტრატეგიებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვესექტორების პრიორიტეტულობა გაზომვის მიზნით, რასაც ეძღვნება მე-3 თავი.
და ბოლოს, ანგარიში სურსათის ნარჩენების გაზომვიდან გადადის ამ ნარჩენების შემცირების პრაქტიკული გადაწყვეტილებების ძიებაზე. შესაბამისი თავი იკვლევს სურსათის ნარჩენების გლობალურად შემცირების ეფექტურ მიდგომებს, განსაკუთრებული ყურადღება კი 2024 წლის ანგარიშში ეთმობა საჯარო-კერძო პარტნიორობებს.


