რესურსების ბიბლიოთეკა

ცვლილება სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილება, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.
იკრძალება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება.

იხილეთ ტექნიკური რეგლამენტი აქ

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
მწვანე მეწარმეობა (GREENT-ის დამხმარე საკითხავი მასალა)

გადმოწერე მწვანე მეწარმეობის დამხმარე საკითხავი მასალა განკუთვნილია სასწავლო დაწესებულებებისთვის და იძლევა პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, საგაკვეთილო პროცესში მწვანე და სოციალური მეწარმეობის შესახებ თემატიკების ინტეგრაციისათვის.  სახელმძღვანელო ითარგმნა 2020 წელს CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
მწვანე მეწარმეობა (სტუდენტების საკითხავი მასალა)

გადმოწერე მწვანე მეწარმეობის საკითხავი მასალა განკუთვნილია სასწავლო დაწესებულებებისთვის და იძლევა ამომწურავ ინფორმაციას ისეთი გარემოსდაცვითი თემების შესახებ, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა, ცირკულარული ეკონომიკა, ტყის რესურსების მდგრადი მართვა და სხვ. სახელმძღვანელო მომზადდა

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
გზამკვლევი სკოლაში ნარჩენების აუდიტის ჩასატარებლად

გადმოწერე მსოფლიოში ყოველდღიური ნივთების უმეტესობას პლასტმასა წარმოადგენს. პლასტმასა პოლიმერებისგან შემდგარი ნაერთია, რომელსაც ძირითადად შესაფუთი მასალისა და ერთჯერადი მოხმარების ნივთების წარმოე ბისთვის იყენებენ. დიდი ნაწილი წარმოებული პლასტმასისა არ ექვემდებარება გადამუშავებას და