საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის ჰაბი
ცოდნის მეშვეობით - საქართველოს ცირკულარული მომავლისკენ
ჩვენ ვართ საქართველოს წრიული ეკონომიკის ცოდნის ჰაბი – ციფრული სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო წრიული, რესურსეფექტიანი და მდგრადი მომავლისკენ სვლის დაჩქარებას.
ჩვენი მისია, რომელსაც CENN ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს, საზოგადოების წრიული მომავლისკენ შთაგონება და გააზრებული ცვლილების წახალისებაა. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობას, ინფორმირებას და საჭირო ცოდნითა და ინსტრუმენტებით აღჭურვას, რათა შესაძლებელი გახდეს ნარჩენების მართვის გადააზრება, სისტემების ხელახალი მოწყობა და წრიულ პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირება.
ჩვენ გვწამს თანამშრომლობის, ინოვაციისა და ცოდნის გაზიარების ძალის და სწორედ ამიტომ ვართ აქ: რათა დავაკავშიროთ ყველა, ვინც ისწრაფვის შექმნას წარმოებისა და მოხმარების ისეთი გონივრული მოდელები, რომლებიც ზრუნავენ როგორც ადამიანების, ისე პლანეტის ხვალინდელ დღეზე.
ძირითადი მამოძრავებელი პრინციპები
ცოდნის გადაცემა და შესაძლებლობების გაძლიერება
თანამშრომლობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა
ინფორმირებულობა და ადვოკატირება წრიული გარდაქმნისთვის
პლატფორმა ყველასთვის, ვინც ცირკულარულ მომავალს ქმნის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
პოლიტიკის შემქმნელები
ბიზნეს-კომპანიები და მეწარმეები
საგანმანათლებლო დაწესებულებები და აკადემიური სექტორი
ფართო საზოგადოება და მომხმარებლები
საერთაშორისო დონორები
და განვითარების პარტნიორები
გსურთ დაგვიკავშირდეთ ან იყოთ ინფორმირებული?
მოგვწერეთ წერილი: info@cenn.org
ან გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები: სიახლეების გამოწერა
დარჩით კავშირზე და პირველებმა გაიგეთ საქართველოში ახალი რესურსების, ღონისძიებებისა და ცირკულარული ეკონომიკის შესახებ.