ცირკულარული აკადემია – ტრენინგები ბიზნესებისთვის
თუ ხართ ბიზნესი, რომელსაც სურს:
- ეფექტიანად გამოიყენოს რესურსები და დაზოგოს ხარჯები;
- შეინარჩუნოს პროდუქტის ღირებულება და შეამციროს ნედლეულსა და მასალებთან დაკავშირებული რისკები;
- დანერგოს ცირკულარული შეფუთვის სისტემები;
- დანერგოს ორგანული მასალების ცირკულარული მართვის სისტემები;
- გახდეს უფრო მდგრადი ბიზნესი და გაზარდოს საინვესტიციო შესაძლებლობები.
მაშინ შესაძლებლობა გაქვთ, გაიაროთ ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით:
ტრენინგი I: ცირკულარული ბიზნესმოდელების სტრატეგიები – ტრენინგი რელევანტურია ნებისმიერი ბიზნესისთვის.
- გაეცნობით ცირკულარული ბიზნესმოდელების ძირითად ტიპებსა და მათ ფინანსურ სარგებელს
- შეისწავლით რესურსებისა და მასალების ნაკადების შეფასების მეთოდოლოგიებს
- შეაფასებთ საკუთარი ბიზნესის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პოტენციალს
- გაეცნობით ამ პროცესის მართვის ძირითად პრინციპებს
ტრენინგი II: ცირკულარული და მდგრადი შეფუთვის დანერგვა ბიზნესებში – ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც აწარმოებს ან იყენებს შესაფუთ მასალებს მათ შორის იგულისხმება პლასტმასის ჭიქები, მინის ან პლასტმასის ბოთლები.
- გაეცნობით შეფუთვის სფეროში არსებულ ცირკულარულ მიდგომებსა და რეგულაციურ მოთხოვნებს
- შეაფასებთ საკუთარი ბიზნესის შესაფუთი მასალების ნაკადებს და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებს
ტრენინგი III: ორგანული ნარჩენების შემცირება და ცირკულარული მიდგომების დანერგვა ბიზნესებში – ტრენინგი რელევანტურია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც წარმოექმნებათ საკვები ნარჩენები.
- გაეცნობით ორგანული მასალების მართვის ცირკულარულ მიდგომებს, განსაკუთრებული აქცენტით საკვებ ნარჩენებსა და სასურსათო სისტემებზე
- შეაფასებთ ორგანული მასალების ნაკადებს საკუთარ ბიზნესში და ცირკულარულ მიდგომებზე გადასვლის პოტენციალს.
ბიზნესებს შეუძლიათ დაესწრონ ერთ, ორ ან სამივე ტრენინგს.
თარიღები:
- ტრენინგი I – 19 ივნისი, 2026, 17:00–19:00 საათი (ონლაინ);
- ტრენინგი II – 23 ივნისი, 2026, 17:00–19:00 საათი (ონლაინ);
- ტრენინგი III – 25 ივნისი, 2026, 17:00–19:00 საათი (ონლაინ).
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/4tB2D2JuwbTZYtfT8
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2026