ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „ევროპის დღე“ 11 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნა. ღონისძიება ევროკავშირსა და საქართველოს შორის 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობას მიეძღვნა და მასში მონაწილეობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, პარტნიორმა ორგანიზაციებმა და სხვადასხვა პროექტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ „მწვანე კუთხეში“ CENN-მა საზოგადოებას საკუთარი ცირკულარული ინიციატივები გააცნო და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა შესთავაზა:
ტექსტილის აფსაიქლინგ (Upcycling) ვორქშოფი: ND’s Art-ის ორგანიზებით, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად შეესწავლათ ტექსტილის ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და განახლების გზები.
შემეცნებითი აქტივობები: სივრცეში მოსულ სტუმრებს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ თემატურ ქვიზებსა და გათამაშებებში.
ამავე სივრცეში Ia’s Winery – იას მეღვინეობა-მ წარადგინა ბიომულჩირების ტექნიკა, რომელიც ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებისა და მდგრადი მეურნეობის ერთ-ერთი პრაქტიკული მეთოდია.
„მწვანე კუთხის“ მიზანი იყო, დამთვალიერებელს პრაქტიკული ვორქშოფების მეშვეობით ნივთების ხელახალი გამოყენების, შეკეთებისა და რესურსების გონივრული მართვის გზები ეჩვენებინა, რომლებსაც ევროკავშირი და საქართველო გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფარგლებში უჭერენ მხარს.







