Loading Events
  • ეს ღონისძიება უკვე ჩატარდა

მწვანე ბანაკი – “ცირკულარობა”

ივლისი 23, 2025 @ 12:00 am - ივლისი 29, 2025 @ 12:00 am

ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ინიციატივით, 7-დღიანი მწვანე ბანაკი სახელწოდებით „ცირკულარობა“ ჩატარდა პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში. ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში ცირკულარული ეკონომიკისა და ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათთვის როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარების გადაცემა. ბანაკის პროგრამა მოიცავდა ინტერაქციულ სესიებსა და ტრენინგებს, კლიმატის ცვლილებისა და პლანეტარული საზღვრების შესახებ დისკუსიებს, ასევე სასწავლო ვიზიტებს იმ კომპანიებში, სადაც უკვე დანერგილია ცირკულარული მიდგომები („CAMPA“, „Fabrika“). გარდა ამისა, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული ჯგუფურ სამუშაოებში, კამპანიების დაგეგმვის ვორქშოფებში და შემოქმედებით აქტივობებში, რამაც ბანაკს საგანმანათლებლო და ინსპირაციული ხასიათი მისცა.

ბანაკში კახეთსა და აჭარაში მცხოვრები 15–29 წლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომელთა კრეატიულობამ და მონდომებამ ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდობის მთავარი როლი გარემოსდაცვითი ცვლილებების პროცესში. მათ მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი კამპანიების იდეები აერთიანებდა პრობლემების იდენტიფიცირებას, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, საკომუნიკაციო გზავნილებსა და სტრატეგიებს. ბანაკი დასრულდა ახალგაზრდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციით, ხოლო მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მონაწილეებს დაეხმარებათ საკუთარ თემებში გახდნენ ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკული განხორციელებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ლიდერები.

მწვანე ბანაკი “ცირკულარობა” ჩატარდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც CENN ICLEI Europe-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

ივლისი 23, 2025 @ 12:00 am - ივლისი 29, 2025 @ 12:00 am
Event Category:

ორგანიზატორი

CENN
+995 32 2 75 19 03
mariam.ghlonti@cenn.org

ადგილი

Bulachauri Green Center
Green Center
Bulachauri, Georgia
+ Google Map