რა მოხდება, თუ ბოსტნეულის ქერქს, გამხმარ პურსა თუ ხილის ანათალს ნაგავში კი არ გადავყრით, არამედ გემრიელ კერძად ვაქცევთ?
სწორედ ეს არის უდანაკარგო კულინარია – გონივრული მიდგომა, რომელიც ზოგავს ფინანსებს, ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და კულინარიას შემოქმედებით პროცესად აქცევს. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ გაიგოთ, რა განსხვავებაა სურსათის დანაკარგსა და ნარჩენს შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი შემცირება. ასევე ისწავლით, როგორ გამოიყენოთ პროდუქტები სრულად, ბროკოლის ღეროებიდან და ბოსტნეულის ფოთლებიდან დაწყებული, ციტრუსისა და კარტოფილის კანით დამთავრებული.
ბროშურაში იპოვით 15 უნარჩენო რეცეპტს არომატული ბულიონებიდან და პესტოდან, ხრაშუნა ჩიფსებამდე, დაშაქრულ ციტრუსის ქერქსა და შინაურ ვაშლის ძმრამდე. თითოეულ მათგანს ახლავს ინგრედიენტების ჩამონათვალი, მომზადების ეტაპები, სერვირების იდეები და შენახვის წესები.
გზამკვლევი მომზადდა CENN-ის მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN საერთაშორისო ორგანიზაცია ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


