თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ეკონომიკის ტრადიციული, წრფივი მოდელით შექმნილი კრიზისის ფონზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და წარმოადგენენ უნიკალურ სივრცეს, სადაც რესურსების გონივრული მართვისა და ნარჩენების მინიმიზაციის მდგრადი ალტერნატივების გამოცდა და დანერგვა რეალურ გარემოში ხდება.
უნივერსიტეტის კამპუსებში დანერგილი ცირკულარული პრაქტიკები აყალიბებს მომავალი თაობების აზროვნებას, სამომხმარებლო ჩვევებსა და სოციალურ პასუხისმგებლობას. ნივთების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებითა და ნარჩენების პრევენციით, საგანმანათლებლო დაწესებულებები საზოგადოებას გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევის ქმედით მაგალითს აძლევენ.
ამ საინფორმაციო ბროშურის მიზანია, ქართულ საგანმანათლებლო სექტორსა და ფართო საზოგადოებას გაუზიაროს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო გამოცდილება ცირკულარული მოდელების დანერგვის მიმართულე- ბით. დოკუმენტში თავმოყრილია ინოვაციური, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული ინიციატივები, რომლებიც ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენი ახალ შესაძლებლობად იქცეს.
ბროშურა მომზადდა CENN-ის მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN საერთაშორისო ორგანიზაცია ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


