რესურსების ბიბლიოთეკა

გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026

გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026 – ერთობლივი ანალიზი უკეთესი გადაწყვეტილებებისთვის

გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026 გთავაზობთ სურსათის უსაფრთხოებისა და არასრულფასოვანი კვების ერთობლივ, ყოვლისმომცველ ანალიზს მთელ მსოფლიოში. ანგარიში ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აძლიერებს ერთმანეთს ხანგრძლივი კონფლიქტები, ეკონომიკური შოკები და კლიმატის ცვლილება. ეს ფაქტორები კი თავის მხრივ ახანგრძლივებს სურსათის მწვავე კრიზისებს და მილიონობით ადამიანი შიმშილის საგანგებო დონემდე მიჰყავს. გარდა ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივი გაფართოებისა, დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს საშუალო და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების კრიტიკულ აუცილებლობაზე, მათ შორის ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და სასურსათო სისტემების მდგრადობის გაძლიერებაზე, რათა მათ უკეთ გაუძლონ მომავალ გამოწვევებს.

ავტორები: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) და სურსათის კრიზისის წინააღმდეგ გლობალური ქსელი (GNAFC). 

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
უდანაკარგო კულინარიის გზამკვლევი

გადმოწერე რა მოხდება, თუ ბოსტნეულის ქერქს, გამხმარ პურსა თუ ხილის ანათალს ნაგავში კი არ გადავყრით, არამედ გემრიელ კერძად ვაქცევთ?  სწორედ ეს არის უდანაკარგო კულინარია – გონივრული მიდგომა, რომელიც ზოგავს ფინანსებს,

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ცირკულარული პრაქტიკები სასწავლო დაწესებულებებში

გადმოწერე თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ეკონომიკის ტრადიციული, წრფივი მოდელით შექმნილი კრიზისის ფონზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და წარმოადგენენ უნიკალურ სივრცეს, სადაც რესურსების გონივრული მართვისა და ნარჩენების

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემები

გადმოწერე გზამკვლევი განიხილავს ხელახალი გამოყენების მოდელის იმ საკვანძო ასპექტებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესპროცესებში მრავალჯერადი შეფუთვის სისტემების წარმატებული ინტეგრაციისთვის. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უწყობს ხელს აღნიშნული სისტემის დანერგვა როგორც გარემოზე უარყოფითი