- ეს ღონისძიება უკვე ჩატარდა
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის პირველი შეხვედრა ბათუმში
CENN-მა საერთაშორისო ორგანიზაცია ICLEI Europe-თან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი დააარსა — პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს:
- რეგიონში კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას;
- რესურსების ეფექტიან გამოყენებას და გაზიარებას;
- ნარჩენების შემცირებას;
- ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას.
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი არაფორმალური პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობას რესურსების და ცოდნის გაზიარების, ნარჩენების წარმოქმნის შემცირების და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციისათვის.
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის პირველი შეხვედრა ბათუმში
პირველი შეხვედრა 23 ივლისს, ბათუმში გაიმართა, სადაც:
- წევრი კომპანიები გაეცნენ საერთაშორისო პრაქტიკას და ინდუსტრიული სიმბიოზის წარმატებულ მაგალითებს;
- ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ ისრაელის ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელის წარმომადგენლისთვის;
- გაეცნენ შემდეგი კომპანიების წარმატებულ ცირკულარულ ბიზნესმოდელებს: Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი, Gogora • გოგორა, The Body Shop Georgia, საოჯახო სასტუმრო თომას ქოხი;
- იმსჯელეს არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმზე ხელის მოწერით კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის მზაობა.
ქსელი აერთიანებს: ჰორეკა სექტორის, საცალო/საბითუმო ვაჭრობის და მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს.
ინდუსტრიული სიმბიოზის ქსელი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში კლიმატ-მედეგობის გაძლიერება და სამართლიანი გარდაქმნის პროცესის მხარდაჭერა ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობის გზით.

