რესურსების ბიბლიოთეკა

გზამკვლევი სკოლაში ნარჩენების აუდიტის ჩასატარებლად

მსოფლიოში ყოველდღიური ნივთების უმეტესობას პლასტმასა წარმოადგენს. პლასტმასა პოლიმერებისგან შემდგარი ნაერთია, რომელსაც ძირითადად შესაფუთი მასალისა და ერთჯერადი მოხმარების ნივთების წარმოე ბისთვის იყენებენ. დიდი ნაწილი წარმოებული პლასტმასისა არ ექვემდებარება გადამუშავებას და ის გარემოში ნარჩენების სახით გროვდება ასეული წლის მანძილზე. ცნობილია, რომ დღეისათვის მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის მხოლოდ 9% გადამუშავდება. ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასა გროვდება ოკეანეებში, რაც საფრთხეს უქმნის წყლის ბინადრებს და ნეგატიურად მოქმედებს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შევამციროთ მისი მოხმარება და ვიპოვოთ გადაწყვეტის გზები პლასტმასის გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

სკოლაში პლასტმასის ნარჩენების შემცირების გზამკვლევი შეიქმნა CENN-ის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭრით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებოს სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც UNDP-სა და ნორვეგიის უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება, დემოკრატია“ (LEAD) ნაწილია.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
მწვანე მეწარმეობა (GREENT-ის დამხმარე საკითხავი მასალა)

გადმოწერე მწვანე მეწარმეობის დამხმარე საკითხავი მასალა განკუთვნილია სასწავლო დაწესებულებებისთვის და იძლევა პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, საგაკვეთილო პროცესში მწვანე და სოციალური მეწარმეობის შესახებ თემატიკების ინტეგრაციისათვის.  სახელმძღვანელო ითარგმნა 2020 წელს CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
მწვანე მეწარმეობა (სტუდენტების საკითხავი მასალა)

გადმოწერე მწვანე მეწარმეობის საკითხავი მასალა განკუთვნილია სასწავლო დაწესებულებებისთვის და იძლევა ამომწურავ ინფორმაციას ისეთი გარემოსდაცვითი თემების შესახებ, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა, ცირკულარული ეკონომიკა, ტყის რესურსების მდგრადი მართვა და სხვ. სახელმძღვანელო მომზადდა

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის გზამკვლევი

გაეროს გლობალური შეთანხმების გერმანიის ქსელისა და WWF გერმანიის თანამშრომლობით შექმნილი გზამკვლევი დაგეხმარებათ ცირკულარული მიდგომების დანერგვაში. ქართული თარგმანი მომზადებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ.