ეს ბროშურა მიზნად ისახავს მკითხველს გააცნოს მსოფლიოში არსებული ინოვაციური, მდგრადი ალტერნატივები, რომლებიც ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვებს ბუნებრივი მასალებით ანაცვლებს. წარმოდგენილი მაგალითები ადასტურებს, რომ რესურსების გონივრული გამოყენება და პროდუქტის დიზაინისა და წარმოების პრაქტიკების გადააზრება საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას ეკოსისტემების დეგრადაციის გარეშე, რაც მდგრადი განვითარების მთავარი წინაპირობაა.
ბროშურა მომზადდა CENN-ის მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN საერთაშორისო ორგანიზაცია ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.


