რესურსების ბიბლიოთეკა

გზამკვლევი სკოლაში ნარჩენების აუდიტის ჩასატარებლად

მსოფლიოში ყოველდღიური ნივთების უმეტესობას პლასტმასა წარმოადგენს. პლასტმასა პოლიმერებისგან შემდგარი ნაერთია, რომელსაც ძირითადად შესაფუთი მასალისა და ერთჯერადი მოხმარების ნივთების წარმოე ბისთვის იყენებენ. დიდი ნაწილი წარმოებული პლასტმასისა არ ექვემდებარება გადამუშავებას და ის გარემოში ნარჩენების სახით გროვდება ასეული წლის მანძილზე. ცნობილია, რომ დღეისათვის მსოფლიოში წარმოებული პლასტმასის მხოლოდ 9% გადამუშავდება. ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასა გროვდება ოკეანეებში, რაც საფრთხეს უქმნის წყლის ბინადრებს და ნეგატიურად მოქმედებს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შევამციროთ მისი მოხმარება და ვიპოვოთ გადაწყვეტის გზები პლასტმასის გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

სკოლაში პლასტმასის ნარჩენების შემცირების გზამკვლევი შეიქმნა CENN-ის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭრით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებოს სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც UNDP-სა და ნორვეგიის უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება, დემოკრატია“ (LEAD) ნაწილია.

ანგარიში
გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026

გადმოწერე (ENG) გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026 – ერთობლივი ანალიზი უკეთესი გადაწყვეტილებებისთვის გლობალური ანგარიში სურსათის კრიზისის შესახებ 2026 გთავაზობთ სურსათის უსაფრთხოებისა და არასრულფასოვანი კვების ერთობლივ, ყოვლისმომცველ ანალიზს მთელ მსოფლიოში.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
უდანაკარგო კულინარიის გზამკვლევი

გადმოწერე რა მოხდება, თუ ბოსტნეულის ქერქს, გამხმარ პურსა თუ ხილის ანათალს ნაგავში კი არ გადავყრით, არამედ გემრიელ კერძად ვაქცევთ?  სწორედ ეს არის უდანაკარგო კულინარია – გონივრული მიდგომა, რომელიც ზოგავს ფინანსებს,

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ცირკულარული პრაქტიკები სასწავლო დაწესებულებებში

გადმოწერე თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ეკონომიკის ტრადიციული, წრფივი მოდელით შექმნილი კრიზისის ფონზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და წარმოადგენენ უნიკალურ სივრცეს, სადაც რესურსების გონივრული მართვისა და ნარჩენების