რესურსების ბიბლიოთეკა

შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემები

გზამკვლევი განიხილავს ხელახალი გამოყენების მოდელის იმ საკვანძო ასპექტებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესპროცესებში მრავალჯერადი შეფუთვის სისტემების წარმატებული ინტეგრაციისთვის. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ უწყობს ხელს აღნიშნული სისტემის დანერგვა როგორც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას, ისე საოპერაციო ეფექტიანობის ოპტიმიზაციასა და მომხმარებელთა ლოიალობის ხარისხის ზრდას.

დოკუმენტი მომზადდა CENN-ის მიერ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN საერთაშორისო ორგანიზაცია ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ცირკულარული პრაქტიკები სასწავლო დაწესებულებებში

გადმოწერე თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ეკონომიკის ტრადიციული, წრფივი მოდელით შექმნილი კრიზისის ფონზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და წარმოადგენენ უნიკალურ სივრცეს, სადაც რესურსების გონივრული მართვისა და ნარჩენების

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვების მდგრადი ალტერნატივები

გადმოწერე ეს ბროშურა მიზნად ისახავს მკითხველს გააცნოს მსოფლიოში არსებული ინოვაციური, მდგრადი ალტერნატივები, რომლებიც ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვებს ბუნებრივი მასალებით ანაცვლებს. წარმოდგენილი მაგალითები ადასტურებს, რომ რესურსების გონივრული გამოყენება და პროდუქტის დიზაინისა და

სახელმძღვანელო/გაიდლაინი
მწვანე მეწარმეობა (GREENT-ის დამხმარე საკითხავი მასალა)

გადმოწერე მწვანე მეწარმეობის დამხმარე საკითხავი მასალა განკუთვნილია სასწავლო დაწესებულებებისთვის და იძლევა პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, საგაკვეთილო პროცესში მწვანე და სოციალური მეწარმეობის შესახებ თემატიკების ინტეგრაციისათვის.  სახელმძღვანელო ითარგმნა 2020 წელს CENN-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.